საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა პარასკევს ვაშინგტონში გამართულ კერძო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ გაჟღერებულ მუქარას არ შეასრულებს, რეჟიმი გაძლიერდება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “აქსიოსი“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს განცხადება მკვეთრად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რომელიც საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამი კვირის წინ დააფიქსირა, რომ ირანზე თავდასხმა ესკალაციას გამოიწვევდა. ეს გაფრთხილება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტრამპმა გადაწყვიტა დარტყმის გადადება.
“ირანს ყოველთვის სურს შეთანხმების დადება. მაგრამ პრობლემა ისაა, თუ როგორი შეთანხმების დადება სურთ. როგორი შეთანხმების დადება სურს ირანს და როგორი შეთანხმების მიღებას აპირებს აშშ? ეს ძალიან კარგი კითხვაა და ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს შედგეს“ – განაცხადა გამოცემასთან საუბარში წყარომ, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნის ოფიციალური პირია.

