ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღი ჰქონოდა და მზადაა სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება მიიღოს – აბას არაღჩი

ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღი ჰქონოდა და მზადაა სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება მიიღოს – აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“ჩვენს საუბრებში კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღი ჰქონოდა და მზადაა მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს; ეს მოიცავს „ბირთვული იარაღის არარსებობის“ უზრუნველყოფას და სანქციების მოხსნის გარანტიას“ – აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

იტვირთბა....