ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაც.მოძრაობას სურს, წარმოაჩინოს, რომ პარლამენტის შტურმი თურმე პატრიოტიზმია” – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ნაციონალურ მნოძრაობას” პარლამენტის შტურმით აღება პატრიოტიზმი გონია.

მისი თქმით, ეს არავის გამოუვა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად – პარლამენტის შტურმი თურმე არის პატრიოტიზმის გამოვლინება და კონსტიტუციისა და ინსტიტუტების დაცვა თურმე არის ბოროტება. ეს არავის გამოუვა. ჩვენ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს, ქართველმა ხალხმა დაინახა, რასთან გვქონდა საქმე, ბუნებრივია, ამ ყველაფერს მიეცემა თავისი სამართლებრივი შეფასებები” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერის განმარტებით, 20 ივნისს მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიცია იძულებული იყო, ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა.

„აქვე მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს საკითხი შემდეგ მოცემულობასთან – მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიცია იძულებული იყო, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ეს არის შეფასება 20 ივნისის მოვლენების. ამასთან, სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაშავებულები და იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცველმა გადააჭარბა მის უფლებამოსილებას და გამოიყენა ზედმეტი ძალა. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რომ მოხდეს თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება, რომელმაც თავისი უფლებამოსილება არ გამოიყენა ისე, როგორც კანონი მოითხოვდა, მოახდინა ძალის ზედმეტი დემონსტრირება. ამის შედეგად სამწუხაროდ, გვყავს დაზარებული ადამიანები, ახალგაზრდები და პოლიციელები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დაუსჯელი არავინ დარჩება.

იტვირთბა....