გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდნენ, 20 ივნისის სისხლიანი ღამე ცალ თვალზე აფარებული ხელებით გააპროტესტეს.
ფაქტის ამსახველ ფოტოს თეოლოგი მირიან გამრეკლიშვილი ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს:
“არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოქალაქეებს აზიანებს.” – წერს გამრეკლიშვილი.
არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან…
Gepostet von Mirian Gamrekelaschwili am Sonntag, 14. Juli 2019