რუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გიურზამ დაკბინა. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.
ახალგაზრდა მამაკაცს ნაკბენი ხელის არეში, 2 ადგილზე აღენიშნება. ის საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
“ხვლიკი მეგონა. აღმოჩნდა გველი. კი დავიჭირე, მაგრამ არ მეგონა თუ მიკბენდა”, – განაცხადა პაციენტმა “ინფორუსთავთან” საუბრისას.

