ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს, დავით გარეჯთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს 

დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და მოუწოდებს საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მისცენ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.

უწყების განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის, თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.

„მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად შევძლოთ შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნავენ უწყებაში და დასძენენ, რომ მომხდარის შესწავლა უკვე დაწყებულია.

იტვირთბა....