მთავარი სოციალური ქსელი

ერთადერთი გამოსავალი საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნაა – ნათელაშვილი

“ვაშინგტონის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად ერდოღანის თურქეთმა მაინც შეიძინა ანტისარაკეტო რუსული სისტემა სს-400-ი. ამით ისტორიაში პირველად ჩამოყალიბდა დე–ფაქტო რუსეთ–თურქეთ–ირანის სტრატეგიული ალიანსი თანმდევი ორი სატელიტით—აზერბაიჯანითა და სომხეთით.პირველ რიგში ეს ხუთეული შეეცდება ჩვენს შეჭმას,რისთვისაც გააქტიურებენ ერევანსა და ბაქოს.სწორედ ამის მტკიცებულებაა აზერბაიჯანის ალბანურ–ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე შეთხზული ყალბი ისტორია და აქედან გამომდინარე დავით გარეჯში მიმდინარე უწყვეტი პროვოკაციები, მეორე მხრივ კი ე.წ ჯავახეთთან დაკავშირებული სომხურ–შოვინისტური მიდგომების გააქტიურება. ყველაფერი ეს კი ჯდება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ამ დღეებში გაცხადებულ ახალ ისტორიაში რომლის თანახმადაც საქართველო არ არსებობდა და ეს მიწა-წყალი ყველასია ჩვენს გარდა. მოკლედ ასეთი საშიში რკალი და უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარება არასოდეს არ გვქონია. ამას ემატება ევროპაში კრიზისთა ბუკეტი და ამერიკაში საპრეზიდენტო-საარჩევნო კამპანიის დაწყება.ტრამპი ისედაც ლატენტური სიმპატიებით იყო განწყობილი პუტინზე და ახლა როდესაც იგი კოჭლი იხვობის სტადიაში შევიდა ეს უფრო ართულებს ჩვენს მდგომარეობას. ერთადერთი გამოსავალი ამერიკული ბაზის გახსნაა რაზედაც უნდა გააქტიურდეს მუშაობა შეერთებულ შტატებთან.ჩვენ ჩვენის მხრივ ეს ბრძოლა უკვე დაწყებული გვაქვს.ივანიშვილის რეჟმის ჩამოშლა დააჩქარებს ამ გეოპოლიტიკური ჩიხიდან საქართველოს გამოსვლას. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა 20 ივნისის ისტორიული ღამის მონაწილე ჩვენს გმირ ხალხს,რომლებმაც საფუძველი დაუდეს პუტინისტური ხელისუფლების დასასრულს ჩვენს მიწაზე”

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათეალშვილი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....