“ბოლო ინფორმაციით გარეჯის მახლობლად დღეს მომხდარი ინციდენტი დასრულებულია და ამ წუთას დაძაბულობა აღარაა. თუმცა იქ არსებული სასაზღვრო პრობლემური საკითხი ამით არ შეცვლილა”
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დავით ქაცარავამ ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გარეჯში ვითარება დაძაბული იყო და ადგილობრივებმა აზერბაიჯანელი მესააზღვრეები გაყარეს. ქაცარავამ რამოდენიმე საათში განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის ვითარება დაძაბული აღარაა.

