ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

9 აპრილის დარბევაზე საზოგადოებას ყოველთვის ერთი დამნაშავე ყავდა და ეს ხელისუფლება იყო. ახლაც ასე იქნება – უგულავა

„9 აპრილის დარბევამდე ყველაზე დიდი ოვაცია ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრების მოწოდებას მოყვა. “აბა რა, ეგრე რა, მაგის გარეშე როგორ შეიძლება”- ისმის ხმები ფოფხაძის პარალელურად. 9 აპრილის შემდეგაც პირველი ოფიციალური ხაზი იყო ეროვნული მოძრაობისთვის, მათი ლიდერებისთვის, გადაბრალება. ამ მიმართულებით დისკუსიების გადატანა. აქედან დაწყებული ეგ ნაცადი ხერხი გახდა. პროტესტის მოტივისგან დამოუკიდებლად, მუდმივად იყო რუსთაველის პერიპეტიების ოპოზიციაზე გადაბრალების მცდელობები (ზოგჯერ ლეგიტიმური საფუძვლებითაც), მაგრამ არასდროს არაფერი გამოვიდა. რუსთაველზე დარბევაზე და მის მიზეზებზე საზოგადოებას ყოველთვის ერთი დამნაშავე ყავდა და ეს ხელისუფლება იყო. ახლაც ასე იქნება. ფუჭი “ვერძია” და “ვასმედია” (გამბედაობას არ ვუკარგავ) თავის ტოლობის ნიშნებით ძირითადში არაფერს შეცვლის. პოლიტიკოსები ყველაფერზე ვკამათობთ, თუმცა სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა“

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა თანაპარტიელი ოთო კახიძის განცხადებას;

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის სოფო ვერძეულის 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ 20 ივნისის ღამეს უპასუხისმგებლო მოწოდება არ უნდა გაეკეთებინა პარლამენტში მშვიდობიანად შესვლის თაობაზე;

იტვირთბა....