aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევში, ტელეკომპანია “112 უკრაინას” შენობას ყუმბარა ესროლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კიევში, ტელეკომპანია “112 უკრაინას” შენობას ყუმბარა ესროლეს, – ამის შესახებ უკრაინეული მედია წერს.

პოლიციამ მედია საშუალებაზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. თავდასხმა უკრაინის დროით ღამის 03:40 საათზე მოხდა.

უკრაინელი ბლოგერი ანტონ ჰოდზა მიიჩნევს, რომ ეს იყო პროვოკაცია დღეს ამ ტელეკომპანიის წინ დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ. აქტივისტები ამ ტელეკომპანიის მიერ დაანონსებული ფილმის, კერძოდ, ოლივერ სტოუნის ფილმის „Revealing Ukraine“ („აღმოვაჩინოთ უკრაინა“) ჩვენებას აპროტესტებენ.

სამართალდამცველები 2 თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებენ.

იტვირთბა....