ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს  სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

როგორც სვეტიცხოვლის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ალექსანდრე ბეჟიტაშვილმა განაცხადა, სადღესასწაულო წირვას ესწრებიან წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობაში მონაწილეები, რომელთაც პატრიარქისგან საპატიო სიგელები გადაეცემათ.

“გილოცავთ, სვეტიცხოვლობას, 12 მოციქულის დღეს. ვინაიდან, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელობის არის, დღეს არის ტაძრის დღესასწაული. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს სადღესასწაულო ლიტურგიას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც წმინდა ნინოს გზაზე, მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ეს მსვლელობა იწყება პირველ ივნისს და მთავრდება 13 ივლისს, სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით. ამ დღეს ილოცებიან ამ მსვლელობაში მონაწილე წევრები, რომელთაც გადაეცემათ საპატიო სიგელები. მათ დალოცავს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ერთობლივი ლოცვით ვადიდებთ უფალს”, – აღნიშნა დეკანოზმა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

იტვირთბა....