aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პირდაპირი საფრთხე უვიზო მიმოსვლას არ ემუქრება, თუმცა პრობლემები რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს” – ჯავახაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის, თქმით, პირდაპირი საფრთხე უვიზო მიმოსვლას არ ემუქრება, თუმცა პრობლემები რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„შესაბამისად, უკვე ამ ეტაპისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. იყო საკანონმდებლო ცვლილებები მაგალითად, გვარის შეცვლის პროცედურის გართულება. ბოლოს იყო უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის კრიმინალიზაცია. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიას. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა გავიზიაროთ ის პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაში დგას და ვცდილობთ, ორმხრივ ფორმატშიც გადავწყვიტოთ ეს პრობლემები. მაგალითად, მე ვახსენე საფრანგეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქვეყანაა.

მოგეხსენებათ, დაახლოებით ორი თვის წინ ჩვენ გვსტუმრობდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, სულ მალე საფრანგეთში პოლიციის სამი ქართველი ოფიცერი გაიგზავნება. აქედან ორი იქნება დასაქმებული კრიმინალურ პოლიციაში, ხოლო ერთი იქნება სასაზღვრო ოფიცერი, რომელიც ფრანგ კოლეგებს შესაბამისად დაეხმარებიან და ვფიქრობთ, ამ მხრივ გარკვეულწილად მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ პრობლემების მოგვარების საკითხში. გარდა ამისა, ვმუშაობთ გერმანიასთან, შვედეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ამ მხრივ პრობლემები არსებობს. ვერ გეტყვით, რომ უვიზო მიმოსვლას დღეს საფრთხე ემუქრება, თუმცა მინდა, რომ სწორად გავიგოთ ყველამ, რომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს. ეს არის მუშაობის მუდმივი პროცესი. როგორც გითხარით, ძირითად ქვეყნებში პრობლემა მოხსნილია იმ თვალსაზრისით, რომ კლების ტენდენცია შეინიშნება თავშესაფრის მაძიებლების კუთხით, თუმცა, რაღაც ქვეყნები ჯერ კიდევ არის, სადაც ეს საკითხი პრობლემურია, მათ შორის საფრანგეთში. წარმოდგენა რომ შეგვექმნას რაზეა საუბარი, თვეში დაახლოებით 1000 ახალი განაცხადია თავშესაფრის მაძიებლების, 1000 ან შეიძლება, ცოტა მეტი. შესაბამისად, ეს პრობლემები რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს. მოდუნების საშუალება არ გვაქვს, თუმცა პირდაპირი საფრთხე უვიზო მიმოსვლას არ ემუქრება“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსმსახური ავრცელებს.

იტვირთბა....