ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველო უდავოდ რჩება მოწინავე სახელმწიფოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებს შორის” – კლერ მუდი

საქართველო რჩება მოწინავე სახელმწიფოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის,- ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა, კლერ მუდიმ, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

კლერ მუდის აზრით, მიმდინარე კონფერენცია ძალიან წარმატებულია და იქ შესაძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის კავშირების გაღრმავება სახელმწიფოებს შორის

„შეგვიძლია შევამოწმოთ პროგრესი, რაც მიღწეულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორიობის პროგრამაში. შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიზი და ჩამოვყალიბდეთ, თუ საით უნდა წავიდეთ ახლა. გავაღრმავოთ კავშირები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სახელმწიფოებს შორის და ცხადია, ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე სახელმწიფოებს შორის. უდავოა, რომ საქართველო კვლავ რჩება მოწინავე სახელმწიფოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებს შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ეს ურთიერთობები და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები“,- განაცხადა კლერ მუდიმ.

იტვირთბა....