fbpx
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელაველი და გურჯაანელი მევენახეები გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ

თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლები აქციას მართავენ და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში ღვინის შესახებ გამონათქვამს აპროტესტებენ. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი „რუსთავი 2“-ის შენობასთან მისვლას აპირებენ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო”.

ამავე თემაზე
იტვირთბა....