მთავარი ციტატა

“ელჩები იმყოფებოდნენ პარლამენტში” – საგარეო უწყების განმარტება შეიცვალა 

“დიპლომატებთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

“თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ მობილიზაციას, ფიზიკური მობილიზაცია, ბუნებრივია, არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ მოგვეწვია ეს ადამიანები, ასეთი რაღაც არ ყოფილა. მაგრამ თვითონ თავიანთი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც”, – თქვა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მანამდე კი კონსტანტინიდმა განაცხდა, რომ პირველად ესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთ.

იტვირთბა....