ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი შს მინისტრის გიორგი გახარიას გუშინ, გადაცემა “რექციაში” გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გახარიამ 8 ტყული თქვა:
“1. გავრილოვის ამბავი იცოდა ოპოზიციამ და ხმა არ ამოუღია – ტყუილია – გიორგი კანდელაკმა და გიგა ბოკერიამ საჯაროდ მოგმართეს რომ გავრილოვის შემოშვება ქვეყანაში არ შეიძლება და თქვენგან ცინიკური პასუხები მივიღეთ
2. გავრილოვის ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა – ტყუილია – საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეიძლება უარი ეთქვას შემოშვებაზე დასაბუთების გარეშე
3. ხელისუფლებამ მყისვე ირეაგირა და ინციდენტი ამოიწურა – ტყუილია – პროტესტის მთავარ მითხოვნაზე კობახიძის გადადგომის თაობაზე ითქვა, რომ ეს არ განიხილება
4. გადატრიალება წლები იგეგმებოდა – ნოუ ქომენთ. პროტესტის მიზეზი დილას აღმოცენდა სავარძელში გაფლაშული ოკუპანტის სახით
5. მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის – ტყუილია – იმ დროს როცა ოპოზიცია მოლაპარაკებაზე წუთი წუთზე შედიოდა ცეცხლი გახსენით
6. დაშლაზე საჯაროდ გავაფრთხილეთ – ტყუილია – პირიქით, პრემიერ მინისტრმა დარბევამდე 14 წუთით ადრე პიობა დადო, რომ არანაირი დარბევა არ იგეგმება
7. ყველაფერი იყო აუცილებელი მიგერიების ფარგლებში – ტყუილია და ეგ 300 დაშავებულს, 37 დაჭრილ ჟურნალისტს და მაკო გომურს მოუყევით
8. გადადგომა პასუხესმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს – ტყუილია ეს ერთადერთი ფორმაა ახლა დარბევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების.
სამართლებრივის დროც დადგება…” – აცხადებს გაბაშვილი”