ნაგოია ბაშოზე ასპარეზობას ქართველმა სუმოისტი, ლევან გორგაძე ასრულებს. მას ხუთიდან ხუთი ბრძოლა აქვს წაგებული და ტრავმის გამო, ბრძოლა ძალიან უჭირს.
ქართველმა ოძეკიმ იაპონიის სუმოს ასოციაციას მიმართა და წლის მეოთხე სუპერტურნირს შეწყვეტს. ტოჩინოშინი კადობანში ჩადგება და მას ოძეკის სტატუსის დაცვა სექტემბრის ბაშოზე მოუწევს.
ქართველმა სუმოისტმა აკი ბაშოზე 15-დან რვა ბრძოლა უნდა მოიგოს.
„მარჯვენა მუხლზე სერიოზული პრობლემები მაქვს. ვარჯიშის დროს დიდ ტკივილს ვგრძნობდი, რის გამოც არ შემიძლია მაქსიმუმის გაკეთება. ჩემი ძალის ნახევარსაც ვერ ვავლენ. ეს დიდი იმედგაცრუებაა – იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ“, – განაცხადა ტოჩინოშინმა იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (NHK).