ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგი წულაია – მადლობა სუს-ს რომ მისმენს და ამით მაინც იგებენ, რა პრობლემებია ქალაქში (ვიდეო)

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, სადაც ტურისტების 90% მიდის, გზა გადათხრილია.

წულაიას თქმით, მას შემდეგ, რაც ბრიფინგი დაანონსა, მერიამ მუშები გაუშვა და სამუშაოები დაიწყო.

“მადლობა სუს-ს რომ მისმენს და ამით მაინც იგებენ, რა პრობლემებია ქალაქში. ქალაქის მერი სულ მივლინენებშია და გიორგი ჭიღვარიას ინგლისში არავინ უთხრა, გზები რომაა დაზიანებული. ჩვენ რაც დავანონსეთ სასწრაფოდ, წვიმაში გამოიყვანეს მუშები და დაიწყო ქვაფენილის დაგება, კარგია ასე თუ მაინც აკეთებენ”-განაცხადა გოგი წულაიამ და გზის დაგებაში თავადაც მიიღო მონაწილება.

მომხდარის ამსახველ ვიდეოთ, რომელც ირინა მაკარიძის მიერაა ატვირთული, newpress.ge – ავრცელებს.

იტვირთბა....