aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერიის ორგანიზებით, Tbilisi Classic Open Air იწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერიის ორგანიზებით იწყება პროექტი – Tbilisi Classic Open Air, რომლის გარგლებში კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში გაიმართება.
პროექტის პირველი კონცერტი, რომელიც 13 ივლისს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა, პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა.
კონცერტში ასევე მონაწილეობს პოლონელი მევიოლინე კამილა ვონსიკ-იანიკი, რომელიც ისეთი პრესტიჟული კონკურსების პრიზიორია, როგორიცაა ვენიავსკის და შიმანოვსკის საერთაშორისო კონკურსები. კონცერტს უდირიჟორებს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და მასზე გამოჩენილი პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.
მეორე კონცერტი 14 ივლისს, 18:00 საათზე კვლავ ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 2019 წელს ჩამოყალიბდა.
კონცერტზე წარმოდგენილნი იქნებიან სოლისტები: ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო). ღონისძიებაზე შესრულდება მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები.
ღონისძიების პარტნიორები არიან: პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

იტვირთბა....