ბუენოს-აირესის რესტორნების ქსელი Almacén de Pizzas მომხმარებლებს აჭარულ ხაჭაპურს სთავაზობს.
“ბიზნეს მედია საქართველოს” ცნობთ, ხაჭაპურს თავად არგენტინელი მზარეულები გამოაცხობენ.
მომხმარებლებს აჭარული ხაჭაპურის 3 სახის ვარიაციას, 4 სხვადასხვა ყველის სახეობით სთავაზობენ. მათ შორის, ბეკონი და “ჩედარი’’ კვერცხით, ასევე, ისპანახი და ლურჯი ყველი კვერცხით.
ამიერიდან არგენტინელებს ხაჭაპურის დაგემოვნება, პოპულარული ქსელის ობიექტებში, სხვადასხვა ლოკაციაზე შეუძლიათ. ამას გარდა, ხორციელდება ადგილზე მიტანის სევისი. მსურველებს აჭარული ხაჭაპურის გამოძახება ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე დიდ ქალაქში შეუძლიათ.
აჭარული ხაჭაპური არგენტინაში 499 პესოდ იყიდება, რაც დღევანდელი კურსით, 28,50 ლარია.
წყარო: ბიზნეს მედია საქართველო