დედაქალაქის მერია „თბილისის მიკროავტობუსების“ კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვის საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„ბუნებრივია, ვფიქრობთ ამას და კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. კომპანია ჩართულია „სისტრას“ კვლევებში და ხელშეკრულების გადახედვის და ცვლილებების გარეშე ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. კომპანია ამიტომაც არის ჩართული ამ პროცესში. არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა და სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს“, – განაცხადა ბითაძემ.
თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს. დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში მოსაქცევად სამუშაოები უკვე დაწყებულია.