შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აქციაზე გამოყენებული ტყვიები არალეტალურია და გამოიყენება სამართალდამცავთა მიერ, მასების მართვისთვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
როგორც მან ტვ პირველის ეთერში განმარტა, ნარინჯისფერი ტყვიები შეძენილია 2012 წელს და მას შემდეგ, ყოველთვის იყო აღჭურვილობაში.
მისივე თქმით, აღნიშნული ტყვიების გამოყენება ეფექტურია 10 მეტრიდან, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოში, პოლიციელები ამ ტყვიებს იყენებენ 20 მეტრიდან.
“ყველა პროფესიონალი, ვისაც საერთოდ თემა ესმის, ხვდება, რომ ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია. ის, რომ დამიზნებით, თვალში ესროდნენ, ეს არის სრული აბსურდი და სიცრუე, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი”- განაცხადა მინისტრმა.