რუსთავში დაკარგული 4 წლის გოგოს მამა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა დაკავებულია. 1983 წელს დაბადებული ბეგლარ წილოსანი არასრულწლოვან ქალიშვილთან, თინათინ წილოსანთან ერთად გუშინ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი” და ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა წილოსანი შვილთან ერთად ახალ ათონში დააკავა.