ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ’’ სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტები შეისწავლა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ’’ სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტები შეისწავლა. „საპარტნიორო ფონდი” 2011 წელს დაარსებული სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც სრულად სახელმწიფო საკუთრებაშია. „ფონდის” პორტფელში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 2.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, საიდანაც „ფონდის” ინვესტიციების წილი 330 მლნ დოლარია.

ვინაიდან „ფონდის” შემოსავლის ძირითადი წყარო რამდენიმე სახელმწიფო საწარმოს აქტივები და მის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან მიღებული დივიდენდებია, „ფონდის” ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური და  არაპროგნოზირებადია, ეს კი „ფონდს” მეტწილად სესხებზე დამოკიდებულს ხდის.

2019 წლის მონაცემებით, „ფონდის” მიერ მხარდაჭერილი 14 პროექტი არის დასრულებული, ხოლო 5 პროექტი მიმდინარეა. ამ პროექტებიდან რამდენიმე შესაძლო კორუფციის კუთხით გარკვეულ კითხვებს აჩენს.

„ფონდის” ერთ-ერთი დასრულებული პროექტი წინანდლის სასტუმრო Radisson Collection-ია. ამ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „სილქ როუდ“ ჯგუფია (Silk Road Group S.A.), რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილია. „სილქ როუდ“ ჯგუფი ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა.

„საპარტნირო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის კიდევ ერთი ბენეფიციარი – შპს „იტონგ კავკასუსი“ პარლამენტის წევრთან – ივლიანე წულაიასთან არის დაკავშირებული. წულაია და მისი ბიზნეს პარტნიორები სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მსხვილი დონორები არიან. კერძოდ, მათ 2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 700 000 ლარზე მეტი შესწირეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს სრული მიმოხილვა იხილეთ ა

იტვირთბა....