ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიხეილ კალანდია საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მხარის განცხადებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და იმის საფუძველი, რომლითაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა შეცვლილიყო ბრალდების მიმართ. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.

თავის მხრივ ხორავას ქუჩაზე სისიხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მას ბრალი ედება დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში.

ამასთან, მოსამართლემ განუმარტა მას უფლებები და ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში.

“არ ვცნობ თავს დამნაშავედ” – განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

შეგახსენებთ, რომ  მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

სასამართლოს მომდევნო სხდომა 24 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება.

იტვირთბა....