ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი კადრებით ირკვევა, რომ ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება საერთოდ არალეგიტიმური იყო – აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

ახალი კადრებით ირკვევა, რომ ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება არა გადამეტებული, არამედ საერთოდ არალეგიტიმური იყო. შესაბამისად, გავრილოვის მიერ ორი კვირით ადრე დაანონსებული მუხლის მისადაგება – ჩვეულებრივი რეპრესიაა. ხელისუფლება მორალურად გაკოტრდა. გამოკვეთილია მტერთან კოლაბორაციის ნიშნები

ანტისაოკუპაციო აქციების ერთერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილი.

ნიკა მელიას მიერ 10 ივლისს გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ოპოზიციური ლიდერები პარლამენტის შესასვლელთან მდგარ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისგან მიიღეს შეთავაზება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები გააცნონ. ოპოზიციური ლიდერები ხალხისგან ნებართვას იღებენ, ამ დროს კი მოულოდნელად ცრემლსადენი გაზის პირველი გასროლა ხდება, თანაც არა წინა, არამედ უკანა რიგებში

იტვირთბა....