ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს

პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.  როგორც, პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა აღნიშნა, საქმეში არის ახალი მტკიცებულებები, მათ შორის 2019 წელს მოპოვებულო მტკიცებულებები.

„მტკიცებულებების შინაარსში ვერ შევალ, თუმცა საქმეში არსებობს როგორც წერილობითი, ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა სახის მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში ბრალდების მხარის პოზიციას ადასტურებს”, – აღნიშნა პროკურორმა.

თავის მხრივ ხორავას ქუჩაზე სისიხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მას ბრალი ედება დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში.

ამასთან, მოსამართლემ განუმარტა მას უფლებები და ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში.

“არ ვცნობ თავს დამნაშავედ” – განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

შეგახსენებთ, რომ  მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

იტვირთბა....