შეკვეთილში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაშლილი კარავი მოშიმშილეებმა კვლავ გაშალეს.
აქციის მონაწილეთს თქმით, მათზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა, გახარიას გადადგომა, არ დაკმაყოფილდება.
„დავრჩებით აქ იქამდე, ვიდრე ეს მახინჯი სისტემა არ ჩამოიშლება და არ გადადგება შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენჯერაც მოვლენ და დაგვიშლიან კარავს, იმდენჯერ ავაწყობთ“, – განაცხადა მოშიმშილე მარად შავაძემ.
შეგახსენებთ, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, შიმშილობის აქცია უკვე მე-17 დღეა მიმდინარეობს. დღეს კი ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე მოქალაქეები მივიდნენ და კარავი დაშალეს, სადაც მოშიმშილეები აქციას მართავდნენ, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.