“თავიდან არ ოყო ვითარება ისე დაძაბული, რუსი ტურისტები პირდაპირ გვიცხადებდნენ სოლიდარობას და ამბობდნენ, რომ აუცილებლად ეწვეოდნენ საქართველოსმ მიუხედავად რუსეთის აკრძალვებისა, მაგრამ როცა ქართველმა ჟურნალისტმა დაიწყო მათი ქვეყნის მეთაურისთვის წინაპართა საფლავების გინება, ეს სად გაგონილა, ვის გაუგია? რაც არ უნდა ანტიპუტინისტურად იყოს რუსი ადამიანი განწყობილი, ეს პირდაპირ არის მათი შეურაცხყოფაც, მათი ლიდერის შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა, ძალიან შეიბღალა ჩვენი მორალური უპირატესობა რუსეთთან ურთიერთბისას”
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, “რუსთავი 2”-ის ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, თავის საავტრორო გადაცემაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტის აღნიშნული ქმედება მყისიერად დაგმო საქართველოს ხელისუფლებამ და არხის გენერალურმა დირექტორმა.
აკაკი ზოიძე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი
“ტვ პირველის” ეთერი