ევროსაბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, ოფიციალური ვიზიტით ბათუმში იმყოფება. მას ბათუმის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.
ცნობისათვის, დონალდ ტუსკი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბათუმში 11-12 ივლისს გაიმართება.

