მთავარი ციტატა

როგორც არ უნდა გადაიწეროს ისტორია ხელოვნურად, ჩვენი აღიარებული საზღვრები დარჩება ურყევი – კობახიძე

ისტორიის გადაწერა არის მიუღებელი. რაც შეეხება შეფასებას, დადებით ნაწილს, ეს შეეხებოდა სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რაც შეეხება ისტორიის გადაწერის მცდელობას, ეს ბუნებრივია მიუღებელია. მთავარი განმსაზღვრელი არის საერთაშორისო სამართალი და ამ კუთხით აღიარებული ჩვენი საზღვრები, რაც არის მყარად დაფიქსირებული. შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში საქართველოს ამ საზღვრებში აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა. როგორც არ უნდა გადაიწეროს ისტორია ხელოვნურად, ჩვენი აღიარებული საზღვრები დარჩება ურყევი და არაღიარების კუთხით აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ

პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე

ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.

იტვირთბა....