Open Russia-ს ინფორმაციით, რუსეთში პოლიტიკურ პატიმართა რიცხვი 6-ჯერ გაიზარდა.2015 წელს პოლიტიკურ პატიმართა რიცხვი 50 იყო.
“გასულ 4 წელიწადში რუსეთში პოლიტიკურ პატიმართა რიცხვი 6-ჯერ გაიზარა” – Open Russia-ს კოორდინატორმა ვლადიმერ კარამურზამ გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოში განაცხადა.
Russia’s Memorial ადამიანთა უფლებების ჯგუფის ინფორმაციით, რუსეთში ამჟამად 297 პოლიტიკური პატიმარია. აქიდან 77 განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეა, რომელმაც საზოგადოების ყურაღება მიიპყრო. მათ რიცხვში შედის 77 წლის ყირიმელი რეჟისორის ოლეგ სენცოვი, რომელსაც ტერორიზმი ედება ბრალად და ორი თინეიჯერი, რომელებიც ექსტრემიზმში არიან ბრალდებულები.
ვლადიმერ კარამურზამ გაეროს მოუწოდა, აიმაღლოს ხმა პოლიტიკური პატიმრების სახელით, ვინაიდან მათ ეს უფლება რუსეთში შეზღუდული აქვთ.