„ხელისუფლებას კვლავ მიეცა შანსი, ლარის გაუფასურება რაღაცას და სხვას გადააბრალოს, ხან თურქეთს აბრალებდნენ, ხან საგარეო ფაქტორებს. ლარის გაუფასურების არსებითი პრობლემა მთვარობის ეკონომიკურ პოლიტიკაშია. გამოსავალი არის იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება სასწრაფოდ მოხდეს და ეროვნულმა ბანკმა საკუთარი ინსტრუმენტები აამოქმედოს. რა ჯანდაბაში უნდა ეროვნულ ბანკს რეზერვები, თუ ასეთ მძიმე ვითარებაში არ გამოიყენა, როცა ფინანსურ კრიზისში გადავდივართ. მინდა, შეგახსენოთ, როცა 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაუწესა, მე, რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, რუსული ემბარგოს შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო. შეგიძლიათ, ეს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ნახოთ”.
რომან გოციძე, ენმ-ის წევრი