ამ აქციებზე გამოჩნდა, რომ არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ რიგებში, საკუთარი სატელიტების სახით, პირდაპირ ატარებს პუტინის პროპაგანდისტულ ხაზს, იმ ამოცანით, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ქვეყნის შიგნით – ეს მიაჩნიათ საკუთარ დასაყრდენად. ამას ვხედავთ ყველგან, ხალხი, რომელიც იცავდა პუტინის ღირსებას, იცავდა გახარიას ღირსებას – ეს ხალხი არის ერთ სულ და ერთ ხორც და წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის. ძირითადი პოლიტიკური ძალები, რომლებისთვისაც ფასეული უნდა იყოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ქვეყნის შიგნით თითოეული ადამიანის თავისუფლება არ შეიძლება ეპყრობოდნენ და მით უმეტეს, ახალისებდნენ და საკუთარ რიგებში იღებდნენ ამ ძალებს
გიგა ბოკერია