“მთავარი და არსებითი არის საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო დუმილი. ქალიან-კაციანად რომ დაეწყვნენ ერთად, პრემიერი, პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მადლობები უხადეს პუტინს, რომ სანქციები არ დაგვიწესა და ხმა არ ამოუღიათ იმაზე, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენა, ქართველებზე ამდენი ტყუილები თქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ხელისუფლება აპირებს საკუთარი ტყავის გადარჩენას რუსეთის ხელისუფლებასთან ასეთი მაამებლობით”.
დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი