გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის.
გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ამ დროისთვის, ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობს 5 სახანძრო- სამაშველო მანქანა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯრობით უცნობია.