ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად შეკითხვებს დაუსვამენ.

„იმ პირობებში, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიებას 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ გახარია ბარონ მიუნჰაუზენივით აპირებს თავის თავის ქეჩოზე მოკიდებით აპირებს, რომ ჭაობიდან ამოიყვანოს.

რეალურად არ აპირებს გასცეს პასუხი ვინ გასცა ბრძანება ამ სისხლიან დარბევაზე, ვინ ესროლა თუნდაც მაკო გომურს და თუნდაც დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებმაც მზერა დაკარგეს და სიცოცხლისთვის იბრძვიან.

გამოსაძიებელია რატომ მოხდა ისე, რომ თვითონ გახარიას ინიციატივით უნდა გამართულიყო შეხვედრა და ყველა წინაპირობა იყო განმუხტულიყო სიტუაცია და მოლაპარაკების ნაცვლად მივიღეთ გაზის ტყვიების დაშენა მომიტინგეების მისამართით. ეს არის ის თემები,რომლებიც აუცილებლად უნდა დამაგრდეს სამართლებრივად, იმისათვის, რომ ხვალ როდესაც მეტ-ნაკლებად იქნება შესაბამისი სიტუაცია თავისუფალი გამოძიების ამ კითხვებზე გაეცეს პასუხი,“ – ამბობს გიგი უგულავა.

მისი თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ ამ მიმართულებით გამოძიება ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება.

უგულავას თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ორი საქმეა აღძრული, ერთი ე.წ. საბურავების საქმე, მეორე რომ თითქოს „რუსთავი 2“-ის ეზოში ეწყობოდა სახელმწიფო გადატრიალება. უგულავას თქმით, ამ ორივე საქმეზე გამოძიებას შედეგები არ აქვს. ახლა კი მისი თქმით, გაჩნდა გადატრიალების მესამე ბრალდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობდა, სადაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამას პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეთა პროტესტი მოყვა.

20  ივნისს აქცია სამართალდამცავებმა დაშალეს. დაშლის მეორე დღიდან პარლამეტის წინ დაიწყო აქცია “სირცხვილი”, რომელიც უკვე 20 დღეა გრძელდება.

აქციის მონაწილეებს, თავდაპირველად 4 მოთხოვნა ქონდათ – პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა, აქციის დაშლისას დაკავებული პირების გათავისუფლება, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული გზით ჩატარება.

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა, რომ 2020 წლისთვის არჩვნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

აღნიშნული ინიციატივა უკვე დარეგისტრირებულია საკანონმდებლო ორგანოში.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს დაუკმაყოფილეს კიდევ ორი მოთხოვვნა – გადააყენეს ირაკლი კობახიძე და გაათავისუფლეს დაკავებული პირები, გიორგი გახარიას გადადგოიმას კი აქციის მონაწილეები დღემდე ითხოვენ.

იტვირთბა....