გვიან ღამით ვარკეთილში, ერთ-ერთ კორპუსში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
საცხოვრებელ კორპუსში ყუმბარა ერთ-ერთმა მოქალაქემ შეაგდო. მისი ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება სამ დაშავებულს, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს.