ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება სამართლიანი არ იქნება” – თალაკვაძე

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანია, არ მოხდეს ადამიანთა დამცირება და დისკრიმინაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მხრიდან ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა სამართლიანი არ არის.

„ამ თემაზე გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა და არა თავმჯდომარემ ან რომელიმე დეპუტატმა. შესაბამისად, ვფიქრობ რომ ამ მოთხოვნის დაყენება არ არის სამართლიანი. ეს იყო ვალდებულების ნაწილი, რომელიც ჰქონდა საქართველოს. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანი რეალურად ის არის, რომ ადამიანების გარიყვა, მათი დამცირება და დისკრიმინაცია საზოგადოებაში არ მოხდეს, ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობების, რასის, ეთნიკური წარმოშობის, სქესის და სხვა ნიშნით. ამ კანონის მიზნები და სტანდარტი იყო და არის ეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, გუშინ პარლამენტის წინ გამართულ ქციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, მისვლა და ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება მოითხოვა.

იტვირთბა....