ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, მონასტერში წასვლას აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ სუბელიანის ადვოკატის, ეკა ხუციშვილის, განცხადებით გავრცელდა.

ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, როდის და რამდენი ხნით მიდის სუბელიანი მონასტერში.

შეგახსენებთ, მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება გუშინ, 8 ივლისს დატოვა. სუბელიანს ოთხი თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი წლითა და ერთი თვით მიუსაჯა პატიმრობა, სასჯელის ათვლა კი დაკავების დღიდან (2018 წლის 9 ივნისი) დაიწყო. მირზა სუბელიანს მოსამართლემ ბრალი გადაუკვალიფიცირა დანაშაულის შეუტყობინებლობიდან დანაშაულის დაფარვაში.

იტვირთბა....