ახალი ამბები მთავარი სამართალი

არეშიძე – შეხვედრაზე გახარიამ თქვა, რომ დაშლისა და ზოგადად, ყველა ბრძანება მან გასცა

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გახარიამ განაცხადა, რომ 20 ივნისს მან გასცა ყველა ბრძანება.

“შეხვედრის ინიციატორი იყო თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც დაახლოებით 15 კაცი ესწრებოდა, ძირითადად, საექსპერტო კორპუსი, სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ხალხი. საუბარი შეეხებოდა იმ გამოწვევებსა და რისკებს, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს, მათ შორის 20-21 ივნისის ამბებს. გახარიამ აგრეთვე თქვა, რომ არ გინდათ სპეკულაციები, დაშლისა და ყველა ბრძანება გაცემულ იქნა ჩემს მიერო”, – განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გიორგი გახარია ექსპერტებს შეხვდა, სადაც 20-21 ივნისის მოვლენებზე ისაუბრეს.

იტვირთბა....