თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ განმნაღმველები მუშაობდენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნა, შენობაში განმნაღმველები შესვლა შეტყობინების საფძველზე მოხდა. სავარაუდოდ “ქარვასლაში” ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.
შსს-ის ინფორმაციით სრული ევაკუაცია არ მომხდარა. დათვალიერებულია ყველა მაღაზია და შენობის ყველა სართული. ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება.
“მეტრონომი” დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში მოგაწვდით.