საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე გამოეხმაურა და განაცხდა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, აკრეფს პოპულარობას და იქნება ანგარიშგასაწევი როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ზოგადად, პოლიტიკურ ველზე მოასპარეზეებისთვის.
“მთავარია რეალური პოზიცია ჩამოყალიბდეს სახელმწიფოსა და მისი ინტერესების მიმართ, ამის შესახებ გავიგოთ და საფუძვლიანი მსჯელობის შესაძლობლობა მოგვეცეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დეპუტატმა აქვე ისიც დასძინა, რომ არაფერი ისეთი სიახლე, რაც ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას პოლიტიკურ ასპარეზზე არ უნახავს, არ იქნება.
“თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.