ჩვენი აქციის მთავარი მიზანი საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აღვირახსნილი კამპანიის დასრულება კომპლექსურად – როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ევროკომისიების მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე თავსმოხვეული საშინაო დავალებები. აღმოჩნდა, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს ვალდებულებას საკუთარ თავზე, რომ ეს ძალიან მძიმე სოციალური ექსპერმენტები განახორციელოს, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიმდინარე მოვლენები.
ლორთქფანიძე შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობას უხდის.
“უნდა აღნიშნოს, რომ ბატონო გახარია აღმოჩდა ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც გეი-პრაიდის დაცვაზე უარი განაცხადა. ეს იყო გზავნილი, რომ საზოგადოებას თავად ეზრუნა საკუთარი იინტერესების დაცვაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მზაად არ აღმოჩნდა, რომ საკუთარი მოსახლეობა დაერბია. მე მადლობა მინდა გადავუხადო აქციაში მონაწილე ყველა მოქალაქეს, რომელმაც თავიანტი საქმეები გადადეს და იქ მოვიდნენ. გუშინ ყველას დავანახეთის გარდამტეხი მომენტი, რომელიც ნეოლიბერალურ პარადიგმაში მყოფ პარტიებს საქართველოში ემუქრებათ.
გუშინ არანაირი გაუგებრობა არ იყო. ჩვენი მეგობრები ძალების აღსადგენად წავიდნენ, ეს იყო წინასწარ შეთანხმებული. ისინი დილას დაბრუნდნენ აქციაზე. მე მაქსიმალურად ვეცადე, ჩეი შესაძლებლობის ფარგლებში, საზოგადოებასთან კომუნიკაცია განმეხორციელებინა”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.