მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი პროვოკაცია განხორციელდა „რუსთავი 2“-ის ხელით, მე არა მგონია, რომ ადრესატი თუნდაც აგრესიისა და კრიტიკის უნდა იყოს „რუსთავი 2“, ამ ყველაფრის ადრესატი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“. რუსთავი 2“-იც არის მხოლოდ განშტოება ამ პოლიტიკური ძალის. აქედან გამომდინარე, არასწორია, რომ ადრესატი არის ჟურნალისტი თუ ტელევიზია. ადრესატი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომლესაც აქვს აბსოლუტურად მტრული დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ
პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. ტელეკოპანიის წინ გაიმართა აქციაც, რომლიც მონაწილეებმაც, გიორგი გაბუნიას სათანადოდ დასჯა მოითხოვეს. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.
რას შეეხება გიორგი გაბუნიას განცხადებისადმი ნიკა გვარამიას დამოკიდებულებას, მან განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი არ შეესაბამება არხის ძალიან მაღალ სტანდარტს