Sport მთავარი საზოგადოება სპორტი

ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა

ნაგოია ბაშოს მესამე დღეს ქართველი ოძეკის ტოჩინიშინის მეტოქე კომოსუბი რიუდენი იყო.  რიუდენმა იმარჯვა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ბრძოლის დასაწყისში ორივე მებრძოლმა მოახერხა ცალი ხელით მავაშიზე ჩავლების აღება, თუმცა რიუდენმა მალევე მოიპოვა უპირატესი პოზიცია. ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ, რიუდენმა უვატე ნაგე შეასრულა და მიმდინარე ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ამ მარცხით, ქართველი სუმოიტორის ბალანსი ტურნირზე 0:3-ზე გახდა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოზე მხრის ტრავმით ასპარეზობს.

 

იტვირთბა....