ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი – ხელისუფლებამ თვითონ “გაიჩალიჩა” და ხაზარაძეს სხვა გზა არ დაუტოვა

ხელისუფლებამ ხაზარაძეს სხვა გზა არ დაუტოვა. ფაქტობრივად, ხელისუფლება გახდა ხაზარაძის ამ ფლანგზე გააქტიურების. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ გყვავს მაზოხისტი ხელისუფლება. ეს არის მაზოხიზმის ერთ-ერთი გამოვლინება, როდესაც თვითონ “გაიჩალიჩა” თავისი ბრიყვული ქმედებებით, – ასე ეხმაურება “მეტორნომთან” საუბრისას მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის.

ხუხაშვილის განცხადებით, მონოპოლია ძალაუფლებასა და რესურსებზე სახელმწიფო განითარების მთავარი მტერია და სწორედ ამ პრობლემას გადაწყვეტს ხაზარაძე.

“რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ფაქტი მისასალმებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას ელექტორატი აღარ ყავს, ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაა რესურსებისთვის მონოპოლური ბრძოლა. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა ხაზარაძეს აქვს რესურსი ალტერნატიული რესურსების ცენტრის შექმნის, ეს ხელისუფლებისთვის პრობლემაა. თუმცა, საზოგადოებისთვის და განვითარებისთვის ძალიან კარგია. მონოპოლია ძალაუფლებასა და რესურსებზე სახელმწიფო განითარების მთავარი მტერია. აი, ამ პრობლემებს წყვეტს მამუკა ხაზარაძე და ეს მისასალმებელია”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ “თი ბი სი” ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სექტემბერში თანამოაზრეებთან ერთად ახალ მოძრაობას აფუძნებს.

იტვირთბა....