თენგიზ კიტოვანი “რუსთავი 2-თან” გამართულ აქციაზე მივიდა და ტელეკომპანია “იმედთან” მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.
კიტოვანის განცხადებით, პარტიებს შორის შეთნხმება უნდა მოხდეს და ახლა დაპირისპირების დრო არაა.
„ასეთი დაპირისპირება საქართველოში არ ვარგა, ჩემი აზრია ეს… ეროვნულობა ყველას ჯერა, რომ თვითონ არის მართალი და სწორ გზას ადგანან. მე მგონია, რომ ყველამ უნდას მონახოს ერთი საერთო გზა და ერთად იარონ იმ გამარჯვებისკენ, რაც საქართველოსია. უნდა მოხდეს შეთანხმება პარტიებს შორის, როგორც სხვაგან არის. ყველა უთანხმდება ერთმანეთს და მშვიდობიანად წყვეტავენ ყველაფერს და არა გაალმასებული ეცნენ ერთმანეთს, ესაა სირცხვილი ქართველი ერისთვის. რამოდენიმე თვეა ჩამოვედი, ქართული პასპორტი მინდა ავიღო და დავუბრუნდე ჩემს კუთხეს, ჩემს საქართველოს, ჩემს ხალხს”, – განაცხადა კიტოვანმა.
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მეორე დღეა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან გაბუნიას დასჯის მოთხოვნით აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორები მის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ.

