ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეეშინდათ და თბილისი პრაიდი გადაიქცა თბილისი კუკუდამალობანად” – ვასაძე

ჩვენ ახლა ვიყავით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კახეთის გზატკეცილზე. სადაც გამოაცხადეს, რომ ვატარებთო რაღაცა უბედურ პრაიდსო, – ამის შესახებ “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა.

“რაღაცა ათი კაცი, მაიმუნები შეიკრიბნენ, რაღაცა ჭრელაჭრულა ტანსაცმელებში და სანამ ჩვენ იქ მივედით დაფრთხნენ და გაიქცნენ იქიდან. ამრიგად, თბილისი პრაიდი გადაიქცა თბილისი ჰაიდად, თბილისი კუკუდამალობანად”, – ამბობს ვასაძე

ვასაძე აღნიშნავს, რომ არავითარი მშიდობიანი აქციების წინააღმდეგნი არ არიან, გარდა ლგბტ პირთა მიერ გამართულისა,

“ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, აქ თუ ვიღაცა მოდის ევროკავშირის დროშებით, Nato-ს დროშებით, ნებისმიერი დროშით, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, უბრალოდ, არაფერი შეგეშალოთ და რამე დროშა არ აგერიოთ რა, თორემ მერე არაფერი აღარ გიშველით, მოგკიდებთ ხელს და გაგათრევთ მაქიდან, ამისთვის ვართ ჩვენ აქ შეკრებილები” – აღნიშნა ლევან ვასაძემ

იტვირთბა....