მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“რუსეთში მე ბევრად დიდი ავტორიტეტი მაქვს, ვიდრე ივანიშვილის ბანდის ნებისმიერ წევრს” – სააკაშვილი

“ჩემს დროს, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად დიდი უბედურებისა, რუსი ტურისტები შემოვიყვანეთ, რუსები გვექცეოდნენ პატივისცემით, იმიტომ, რომ აღფრთოვანებულები იყვნენ საქართველოს რეფორმებით და დღეს მე რუსეთში მაქვს ბევრად მეტი ავტორიტეტი ხალხს შორის, ვიდრე ივანიშვილს ან მისი ბანდის რომელიმე წევრს, რომელთაც საერთოდ არ იცნობენ. ახლა ბოლომდე აიწეწა ურთიერთობები, ტურისტებს აჩერებენ, ფრენები შეჩერდა, ყველაფერი აირია და ახლა თურმე შეიძლება გაბუნიას გამო დაგვბომბომ. ყველაფერი დალაგდება, ივანიშვილს არანაირი ხრიკები აღარ უშველის. ახლა მთავარია კონსოლიდაცია, ერთიანობა და შეუპოვრობა. ჩვენ არასდროს არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებზე და ჩვენს თავისუფლებაზე”

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე გინებას;

იტვირთბა....